www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ობიექტზე ჰიგიენურ-სანიტარიულ ნორმების დაცვა და კონტროლი
** რესტორნის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კორდინირება
** პერსონალის ცხრილის შედგენა, მართვა და კონტროლი
** პერსონალის მოსვლა/წასვლის აღწერა
** პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელებისა და კერძების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** კერძებისა და სასმელების ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოს პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია
** სტუმრების მიღება, მაგიდასთან მიცილება და მენიუს შეთავაზება
** ჯავშნების გაფორმება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
** კერძებისა და სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სალაროში გატარებული ოპერაციების და შემოსული თანხის კონტროლი
** გაყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია
** დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება და მართვა
** სამუშაო ინვენტარის ყოველთვიური აღწერა და კონტროლი
** ბარის მარაგების კონტროლი დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** ბარის პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი
** ყოველდღიური/კვირეული/თვიური რეპორტინგის წარმოება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
** პერსონალის ყოველთვიური სახელფასო უწყისის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე სამუშაოების ცოდნა (Word, Excel, Outlook, Powerpoint)
** სასურველია პროგრამა Micro-ის ცოდნა

უნარ/ჩვევები

** გუნდის ლიდერობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გამართული მეტყველება
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა
** პოზიტიურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@sairmeresort.ge

შ.პ.ს. `კურორტი საირმე` გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |