www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ რითეილი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

სუპარმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს წარმოების მენეჯერის პოზიციას არგვეთაში (ზესტაფონი)/

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
** რეცეპტურების ზუსტად შესრულების კონტროლი;
** რეცეპტების კალკულაცია და დახვეწა წარმოების ბუღალტერთან ერთად;
** ასორტიმენტის გაზრდა;
** ობიექტზე გამოტანილი ნაწარმოები პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების და ვიზუალის კონტროლი;
** აწარმოოს დაზიანებული/ვადაგასული პროდუქციის შესაბამის საწყობზე გადაადგილება/ჩამოწერა
** მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის კონტროლი და დისციპლინის დაცვა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი წარმოების ტერიტორიაზე;
** მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება.
** აწარმოოს პროდუქციის მომმარაგებით უზრუნველყოფის და შემოტანილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, მოწესრიგებული, პუნქტუალური
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: argveta1vacancy@smart.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |