www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "ნეოფარმი+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

შპს "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: პირველი 1 თვე 500, მეორე თვეს 600, შემდეგი თვეები 700 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა და დასაწყობება შესაბამისი სპეციფიკისა და ვადების გათვალისწინებით;
** შეკვეთის შეგროვება მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;
** პროდუქციის პერიოდული აღწერა;
** მედიკამენტების დისტრიბუცია სააფთიაქო ქსელში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-35 წელი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |