www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ორხევის დასახლება თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** ბრენდის ჯგუფების მიხედვით კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევის წარმოება, ანალიზი და შესაბამისი კონტრ-გეგმის შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ფასების განსაზღვრა მარაგების, პროდუქტის ხანდაზმულობისა და საბაზრო სიტუაციის მიხედვით;
** სადისტრიბუციო არხების შესაბამისი აქციების დაგეგმვა, განხორციელება, ანალიზი;
** კონკურენტების ფასების ანალიზი;
** სოციალური გვერდის (Facebook) მართვაში მონაწილეობის მიღება.
** BTL და Trade მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** პარტნიორებთან კომუნიკაცია სააქციო პირობებთან დაკავშირებით;
** პრომო-დეგუსტაციების დაგეგმვა, განხორციელება, აღრიცხვა/ანალიზი
** პრობლემების იდენტიფიცირება სავაჭრო ობიექტების და პროდუქტების მიხედვით;
** ბრენდის დიზაინის, გაფორმების, შეფუთვის ფორმის, სიდიდის და სხვა პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** რეპორტის მომზადება;
** პარტნიორებთან გაფორმებული მარკეტინგული ხელშეკრულებების დამუშავება და მათი არქივაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი, სასურველია Retail და სადისტრიბუციო სფეროში
** ინგლისური და რუსული ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების(MS Word, Excel, PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია დიზაინერული პროგრამების (Illustrator, Adobe) ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი,
** კრეატიულობა
** დროის მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@spargeorgia.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 მაისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |