www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Hotel Posta
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სვანეთში, მესტიის ცენტრში, ძველ ისტორიულ ფოსტის შენობაში მაისის ბოლოს იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. "Hotel Posta"-ს განსაკუთრებულს ხდის არაჩვეულებრივი ხედები და დიზაინი, რომელიც თანამედროვე და ადგილობრივი კულტურის ნაზავია და მთლიანად სტუმრის კომფორტზეა მორგებული.

თუ მზად ხართ ჩაერთოთ ობიექტის გახსნამდე მის მომზადებაში, მაშინ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ შეუფასებელი გამოცდილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: სვანეთი, მესტია, Hotel Posta
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შეადგინოს სასტუმროს კვების ობიექტების შესაბამისი კვების მენიუ (პერსონალი, შვედური მაგიდა,
** ალაკარტი)
** შეიმუშაოს კალკულაციები და შექმნას სამუშაო ბარათები თითოეულ კერძზე.
** აკონტროლოს დადგენილი მენიუს ზედმიწევნით შესრულება ყველანაირი სახის გადახრების გარეშე.
** აკონტროლოს პროდუქციის დახარისხება კატეგორიებად.
** ვალდებულია აკონტროლოს სამზარეულოს თანამშრომლების ჰიგიენა, სამუშაო პროცესის
** უზრუნველყოს აღწერები ბუღალტერიის მხრიდან დადგენილ ვადებში. აღწერა ტარდება სამუშაო დღის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ.
** დაიცვას და აკონტროლოს ნედლეულის შენახვის სტანდარტები და ვადები, ასევე მწარმოებლის მიერ მითითებული პირობები.
** აკონტროლოს მზა და ნედლი პროდუქციის დახარისხება რათა არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება.
** დროულად მოახდინოს ზემდგომის ინფორმირება რაიმე სახის პრობლემური საკითხის წარმოქმნის შეთხვევაში;
** აკონტროლოს სამზარეულოს სისუფთავე და სურსათ უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, სამზარეულოს წარმოების პროცესთან დაკავშირებული ერთჯერადი დავალებები.
** იმუშაოს გუნდურად. გაუწიოს დახმარება თანამშრომლებს და საჭიროებისამებრ მათი მხრიდანაც მიიღოს დახმარება.
** მკაცრად აკონტროლოს სამზარეულოს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სამზარეულოს სისუფთავე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.
** საკვების სწრაფად და ხარისხიანად მომზადების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები: ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
კვებას და საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@hotelposta.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |