www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Hotel Posta
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სვანეთში, მესტიის ცენტრში, ძველ ისტორიულ ფოსტის შენობაში მაისის ბოლოს იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. "Hotel Posta"-ს განსაკუთრებულს ხდის არაჩვეულებრივი ხედები და დიზაინი, რომელიც თანამედროვე და ადგილობრივი კულტურის ნაზავია და მთლიანად სტუმრის კომფორტზეა მორგებული.

თუ მზად ხართ ჩაერთოთ ობიექტის გახსნამდე მის მომზადებაში, მაშინ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ შეუფასებელი გამოცდილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: სვანეთი, მესტია, Hotel Posta
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მოემსახუროს სტუმრებს "სასტუმროში არსებული სტანდარტების" შესაბამისად და შექმნას მეგობრული და სტუმართმოყვარე ატმოსფერო როგორც სტუმართათვის ასევე თანამშრომლებისთვის:
** კეთილგანწყობით მიეგებოს და მიესალმოს ახალ შემოსულ სტუმრებს და დაეხმაროს განთავსებაში;
** მიიღოს სტუმრის შეკვეთა და მოემსახუროს სტუმარს სასტუმროს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
** შეინარჩუნოს მაგიდის იერსახე, განახორციელოს გაწმენდა, საფერფლეების გამოცვლა(გარე ტერიტორიაზე);
** დროულად მოახდინოს ზემდგომის ინფორმირება, (მენეჯერი, ადმინისტრატორი, სუპერვაიზერი) სტუმრის ყველა სურვილის შესახებ, ასევე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ყველა პრობლემისა და კითხვების შესახებ.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან, რესტორნის წარმოების პროცესთან დაკავშირებით მიღებული ერთჯერადი დავალებები.
** იმუშაოს გუნდურად: გაუწიოს დახმარება თანამშრომლებს და საჭიროებისამებრ მათაც სთხოვოს.
** მკაცრად დაიცვას მომსახურების და გარეგნული იერსახის სტანდარტები, "სასტუმროში არსებული სტანდარტების" -ს შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება შესაბამის სფეროში მიიჩნევა უპირატესობად.
** ენერგიულობა, ფიზიკურად შრომის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პირობები: ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.
საცხოვრებელს უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნონ იმეილზე hr@hotelposta.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |