www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პრაქტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები და ფუნქციები:

** მოთხოვნის შემთხვევაში, კადრის შერჩევის უზრუნველსაყოფად საწარმოო პრაქტიკის უწყისების მონაცემების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და პროფ. ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერისათვის მიწოდება;
** საწარმოო პრაქტიკის დაგეგმვა და განხორციელება: საწარმოო პრაქტიკის გრაფიკის შედგენა, მონაწილეობის მიღება საპრაქტიკო ობიექტების მოძიებისთვის, ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მენეჯერებთან ან სხვა პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკება სტუდენტთა მისაღები რაოდენობის, საპრაქტიკო თემატიკის, დროის ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის განსაზღვრის მიზნით;
** სტუდენტების საწარმოო პრაქტიკაზე განაწილების ორგანიზება;
** უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის დასკვნით გამოცდაზე გასატანი კითხვების, ბილეთების და ა.შ. მომზადებას, მასწავლებლებთან შეთანხმებას, ხელმოწერასა და ხარისხის მართვის მენეჯერისათვის მიწოდებას;
** საწარმოო პრაქტიკის შუალედური ან/და დასკვნითი შეფასების ორგანიზება (გრაფიკის შედგენა, თარიღის განსაზღვრა, ინფორმაციის მომზადება და მიწოდება სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, მათი გაფრთხილება, ოქმისა და უწყისების შედგენა, დამკვირვებლების შერჩევა, უწყისების წარმოება)
** გამოცდის დანიშვნის მიზნით მოხსენებითი ბარათის შედგენა და დირექტორისათვის წარდგენა.
** საწარმოო პრაქტიკის საგამოცდო უწყისების წარმოება-კონტროლი და შემაჯამებელი რეიტინგების გამოყვანის მიზნით გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში სასწავლო პროცესის მენეჯერისათვის წარდგენა;
** საწარმოო პრაქტიკის დღიურის წარმოების კონტროლი. ჟურნალში საწარმოო პრაქტიკის გვერდის კონტროლი და ამ პერიოდში დაგროვილი გაცდენების გამო სტუდენტის გარიცხვის შესახებ მოხსენებითი ბარათის დირექტორისათვის წარდგენა
** ასრულებს საგამოცდო კომიისიის წევრის მოვალეობას;
** ევალება საწარმოო პრაქტიკის კოორდინატორის შერჩევაში რეკომენდაციების მომზადება და შერჩეულის კონტროლი და საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის შემოწმება დამსაქმებლის შესაბამის სამსახურთან;
** საპრაქტიკო პერიოდის დასრულებისთანავე საერთო აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის (ანგარიშის) მიწოდება შემდგომი ანალიზის მიზნით და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სტუდენტების შიდა ბაზაში.
** კოლეჯის ავტორიზაციის მზადების პროცესში მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამუშაოს შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დირექტორისათვის; აგრეთვე, სტრატეგიული და მიმდინარე დაგეგმვის შესახებ წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დირექტორისათვის წარდგენა.
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციების მომზადება;
** დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წერილობითი და ზეპირი დავალებების ოპერატიული და ხარისხიანი შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება დირექტორის ან დირექტორის მოადგილისათვის;
** დირექტორისა და დირექტორის მოადგილის თათბირებზე დასწრება;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
** კოლეჯის ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ივნისისა(გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |