www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომლებს;
** ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისა და ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიში/კითხვარის მომზადების პროცესს.
** ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
** ხელმძღვანელობს კოლეჯის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადებას.
** ახორციელებს სასწავლო წლის ორგანიზებული დაწყებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
** ახორციელებს ზედამხედველობას სასწავლო გეგმის შესაბამისად პედაგოგებზე საათების განაწილებაზე და ადგენს მასწავლებელთა ტარიფიკაციას.
** ხელმძღვანელობს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილის შედგენას, შუალედური და და დასკვნითი გამოცდების ჩატარების პროცესს.
** ხელმძღვანელობს სსსმ პირთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
** ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.
** ახორციელებს სასწავლო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემაზე კონტროლს.
** ხელმძღვანელობს საკურატორო დარგში ვაკანსიების პროცესს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენას და შერჩეულ კანდიდატს წარადგენს დირექტორთან.
** ხელმძღვანელობს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას.
** ხელმძღვანელობს სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პროცესს.
** ხელმძღვანელობს სხვადასხვა სემინარებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში სტუდენტთა და მასწავლებელთა მაღალ ჩართულობას.
** მონაწილეობს კოლეჯის სასწავლო მეთოდური ლიტერატურის ფონდის შექმნაში
** მონაწილეობს კოლეჯის ვებ-გვერდზე დასადები ინფორმაციის მიწოდებაში.
** აწარმოებს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სათანადო მითითებების და დავალებების მიცემას და მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ, ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას.
** ხელმძღვანელობს სტუდენტთა, პედაგოგთა და დაქვემდებარებული პერსონალის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის (მათ შორის ვადამდე მოხსნის), ასევე, ამ უკანასკნელთა პროფესიული გადამზადებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენებას დირექტორის წინაშე;
** აწარმოებს კოლეჯის დირექტორის მოთხოვნისამებრ პედაგოგიური კადრებისა და ადმინისტრაციის წევრების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას გაწეული მუშაობის შესახებ;
** მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აწარმოებს არქივში დოკუმენტაციის გადაცემას.
** აწარმოებს მონიტორინგს. საერთაშორისო თანამშრომლობის, სოც. პარტნიორების, თვითმმართველი ორგანოების და სხვა სტრუქტურებთან განხორციელებულ ურთიერთ თანამშრომლობაზე.
** ასრულებს დირექტორის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
** ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური სავალდებულოა, გერმანული ჩაითვლება უპირატესად)
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ივნისისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |