www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სმარტ რითეილი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

სს "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე არგვეთაში (ზესტაფონი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, პროგრამაში ასახავს და აკონტროლებს პროდუქციის თაროს ნაშთის სისწორეს, ვადებს;
** ახორციელებს პროდუქციის აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში;
** აკონტროლებს ცალკეულ პროდუქტებზე ფასმაჩვენებლების სისწორესა და კითხვადობას;
** აკონტროლებს სექციების დადგენილი ფორმატით განთავსებას და მათ სისუფთავეს;
** უზრუნველყოფს პრომო აქციების ზონის ტერიტორიის მომზადებას, პროდუქციის დეკორატიულ გაფორმებასა და განლაგებას;
** გეგმავს სავაჭრო დარაბაზში პროდუქციის განლაგებას ჯგუფების მიხედვით;
** აკონტროლებს განლაგებული პროდუქციის სტანდარტების დაცვას;
** აწარმოებს საქმის ყოველთვიურ ანგარიშს.
** ახორციელებს პროდუქციის პროგრამულ შეკვეთებს

მოთხოვნები:

** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის
არსებული ხარისხობრივი უპირატესობების ცოდნა;
** შენობისა და ვიტრინების გაფორმების სტანდარტები.
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: argveta1vacancy@smart.ge; წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო: 13 ივნისი

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |