www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

მაღაზიათა ქსელის "ზღაპარი" უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია, გამორჩეული მომსახურება და დაბალი ფასები. კომპანია დინამიურად ვითარდება. ამ ეტაპზე ის ფლობს 20 მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: www.zgapari.ge

"ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკა
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო დრო:10:00-19:00

სამუშაოს აღწერა:

** ადამიანური რესურსების სამსახურის მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების სისტემების შემუშავება
** თანამშრომელთა მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა 
** ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და მისი განხორციელების ორგანიზება;
** თანამშრომელთა ტრეინინგების სისტემის შემუშავება და დანერგვა
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება 
** თანამშრომლების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება
** კადრების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის მართვა და კოორდინირება
** თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილებისა და ლოიალობის დონის კვლევა/ამაღლება
** ორგანიზაციაში ერთიანი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება
** აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და  რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** ლიდერობა;
** პროექტებისა და პროცესების მართვა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში,  გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@zgapari.ge და "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "HR მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |