www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არტ დირექტორი
მომწოდებელი: პრინტარეა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 9 ივნისი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი სარეკლამო კომპანია "პრინტარეა" აცხადებს ვაკანსიას არტ დირექტორის პოზიციაზე თბილისში.

"პრინტარეა" 2010 წლიდან არის დაკავებული ოპერატიული, ციფრული პოლიგრაფიით. კომპანიას შესაძლებლობა აქვს, მომხმარებელს გაუწიოს სრული პოლიგრაფიული მომსახურება: ციფრული ბეჭდვა, ფართოფორმატიანი ბეჭდვა, პრომო მასალების ბრენდირება, გრავირება, ტექსტილზე ბეჭდვა, მყარ ზედაპირზე ბეჭდვა, კრეატიული დიზაინი.

მოვალეობები:

** სარეკლამო მასალისთვის კონცეფციიც მოფიქრება/დამუშავება;
** დამკვეთთან კომუნიკაცია მათი ინტერესებისა და მთხოვნების განსაზღვრის მიზნით;
** დიზაინერების მიერ შემუშავებული დიზაინის განხილვა/დამტკიცება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** ბიუჯეტის და ვადების შედგენა;
** დამკვეთთან დიზაინის წარდგენა/დამტკიცება;
** გუნდის მართვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** სარეკლამო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ვაკანსიის ადგლმდებარეობა: უზნაძის ქ. 4

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად, რეზიუმეს და პორტფოლიოს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8fbd005056a2625311e972564f795560
ან გამოგვიგზავნეთ ელ. მისამართზე: vacancy@printarea.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |