www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 16872_airports_app_7577718.zip
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური კოორდინატორი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

** მოგება/ზარალის ანგარიშგებების მომზადება ფილიალების მიხედვით;
** ERP პროგრამაში დოკუმენტებზე მიკუთვნებული დანახარჯის ცენტრების კონტროლი და შეცდომების გამოსწორება;
** დებიტორული და კრეტიდორული დავალიანებების ყოველთვიური კონტროლი, ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისგან ინფორმაციის მიღება;
** მიმდინარე მარაგების პერიოდული ანალიზი სახეობების მიხედვით და კონტროლი;
** კაპიტალური დანახარჯების ანგარიშგება პროექტების მიხედვით;
** წლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის პროცესში აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** შესყიდვის ინიცირებების დადასტურება დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში საჭირო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების - Word, Excel - კარგი ცოდნა
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |