www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "ლიტვური საცხობი+" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ - ოპერატორის თანამდებობაზე, მინიმუმ 4 თვის ვადით (დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლების მიზნით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის წარმოება/კორექტირება;
** შეკვეთების მიღება;
** RS.ge-ზე ზედნადებების ატვირთვა/კორექტირება;
** აპექსის პროგრამაში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.
** რთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litvuri@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერ - ოპერატორი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |