www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯის "კონსტრუქტ2" ბუღალტრის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმართავს კოლეჯის ბუღალტრულ საქმიანობას;
** ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციის ბალანსის შედგენასა და დადგენილ ვადებში მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარდგენაზე;
** პასუხისმგებელია სახაზინო, საგადასახადო და შესაბამის სამსახურებში საფინანსო/საბუღალტრო დოკუმენტაციის დროულ შედგენასა და წარდგენაზე;
** უზრუნველყოფს ფინანსური დოკუმენტაციის დროულ გაფორმებას და პასუხისმგებელია განხორციელებული საბუღალტრო ოპერაციების სისწორეზე;
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების/სხვა გასაცემი თანხების დროულ გადარიცხვას;
** ახორციელებს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების დროულ გამოვლენას და ფინანსურ დოკუმენტებში აღნიშნული შედეგის დროულ ასახვას;
** უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და დადგენილ ვადებში საქართველოს შესაბამის ორგანოებში წარდგენას;
** უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების სათანადო წესით აღრიცხვას;
** სამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების კანონიერი წარმოება და გაფორმება, ხარჯთაღრიცხვებისა და კალკულაციების შედგენა, საჭირო გადარიცხვებისათვის აუცილებელი და კანონით გათვალისწინებული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და ოპერატიული მომზადება და დროული გადარიცხვების უზრუნველყოფა;
** გადასახადების დროულად და სწორად გაანგარიშება და შესაბამისი დეკლარაციებისა და ანგარიშების დროულად წარდგენა საგადასახადო ორგანოებში, ხაზინაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და ა.შ.;
** ვალდებულია სრულად და დროულად ასახოს აღრიცხვაში აქტივებისა და ვალდებულებების მოძრაობა;
** დირექტორთან ერთად აწერს ხელს ფინანსურ, საანგარიშსწორებო დოკუმენტებს;
** წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და შემუშავება დირექტორთან ერთად;
** ფინანსური ანალიზის წარმოება და კვარტალური და წლიური ბალანსების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის უწყებებში;
** კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემთა კონტროლი, ინვენტარიზაცია;
** მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც ასახული იქნება სავარაუდო შემოსავლები, ხარჯები და სავარაუდო შესყიდვები;
** მკაცრად გააკონტროლოს ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მართებულება;
** წარმართოს ურთიერთობა ბანკებთან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან;
** სტატისტიკის დეპარტამენტში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება და დროული წარდგენა;
** ითანამშრომლოს კომუნალური მომსახურების სამსახურებთან, ბანკებთან, სახელმწიფო ხაზინასთან და სხვა დაწესებულებებთან, რომლის მომხმარებელიც არის კოლეჯი;
** კოლეჯის საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესრულება;
** უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების, მათი ანგარიშებისა და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის შენახვას დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა დირექტორის მოადგილისთვის;
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება დირექტორის მოადგილისთვის;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
** კოლეჯის ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული და საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ივნისისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |