www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო სპეციალისტი
მომწოდებელი: Logistics Solutions
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"Logistics Solutions" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურების განყოფილებიდან შემოსული შეკითხვების დამუშავება და საუკეთესო ფასის მოძიება;
** მიღებული შეკვეთების ტრანსპორტირების და ლოჯისტიკის განრიგის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ტვირთის/ტრანსპორტირების საბუთების მომზადება;
** გადაზიდვის ორგანიზება და სტატუსების მუდმივი კონტროლი, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის და სტატუსის დროული მიწოდება;
** შეკვეთის სამუშაო ფაილის შემოწმება, დაკომპლექტება და ატვირთვა სისტემაში;
** შეკვეთის შესრულების შემდეგ ყველას საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა ფინანსურ განყოფილებაში;
** ყველა დადასტურებული შეკვეთის მონაცემების შეყვანა საერთო ფაილში Pipeline, მასშივე სტატუსების და გადახდების კონტროლი;
** რეგულარული კონტაქტი და მოლაპარაკების წარმოება პარტნიორებთან და აგენტებთან;
** ახალი აგენტების სისტემატიური ძებნა, აგენტის დარეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და შეფასება;
** ყოველთვიური ბრუნვის (შეკვეთების) წარდგენა ხელმძღვანელთან;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ლოჯისტიკის მიმართულებით, კერძოდ, საჰაერო და საზღვაო
გადაზიდვებში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ან/და ექსპორტ-იმპორტის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** გუნდში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@logisticssolutions.ge

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |