www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: პატარძეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ნებისმიერი სახის ცომეულის მომზადება (საცხობად)
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** წესრიგის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |