www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ექსპერტი
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი საინჟინრო სფეროში ან არქიტექტურაში;
** სამშენებლო სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ერთ-ერთ შემდეგ თამატიკაში: შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა, სამშენებლო მექანიკა, სამშენებლო კონსტრუქციები, სამშენებლო მანქანა-მექანიზმები, ამწე-მექანიზმები, ტექნიკური ექსპერტიზა, ტექნიკური ზედამხედველობა.

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება;
** რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება;
** ასოციაციის საექსპერტო-საკონსულტაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
** ტრენინგების ჩატარება ერთ-ერთ მოდულში: "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება" ან "შრომის უსაფრთხოება".

ასოციაციის შესახებ ინფორმაცია: http://oshe.ge/

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი.
შრომის ანაზღაურების ოდენობა: 1250-დან 2000 ლარამდე (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე).

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@oshe.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |