www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 28 მაისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს კურიერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი თბილისი
გადაადგილების საშუალება: ბანკის ბრენდირებული ელექტრო სკუტერი

ძირითადი მოვალეობები:

** კურიერი გადაადგილდება ბანკის ბრენდირებული ელექტრო სკუტერით. მან უნდა უზრუნველყოს ბანკის ბიზნეს დოკუმენტაციის, პლასტიკური ბარათების, მიმოწერის/კორესპონდენციის (წერილების, პაკეტების, ამანათების მათ შორის სასაჩუქრე ბანდეროლების) დანიშნულების ადგილზე ადრესატისათვის ოპერატიულად და საიმედოდ მიწოდება, აღრიცხვა და დაბრუნება.
** კურიერმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაგეგმოს მიღებული კორესპონდენციის გადასაცემად უმოკლესი და ოპტიმალური მარშრუტები თბილისის ფარგლებში. დავალების შესაბამისად, მიიღოს გადაცემული და მიღებული კორესპონდენციის ფაქტის დამადასტურებელი ხელმოწერა, მიმღები პირის აუცილებელი იდენტიფიცირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვის მუშაობის გამოცდილება
** სასურველია "A1" კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
** სკუტერის ან მსგავსი სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
** თბილისის ქუჩების ცოდნა
** Google Maps აპლიკაციის ფლობა
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ელემენტარულ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** თბილისის ქუჩებში კარგი ორიენტირების უნარი
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |