www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: GeoSilkRoad
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

საერთაშორისო საინვესტიციო კონსალტინგური კომპანია "ჯეოსილქროუდი" აცხადებს ფინანსური მომსახურების ოფიცრის ვაკანსიას ჰოლდინგ "ჯეოსილქროუდისა" და მასში შემავალი შვილობილი კომპანიებისათვის

სამუშაოს აღწერილობა:

** დამფუძნებელი და შვილობილი კომპანიების საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა; ოპერაციების სისწორის მონიტორინგი თანხების მოძრაობის კონტროლი, დამფუძნებელი და შვილობილი კომპანიების მიერ შეძენილი საქონლის/განხორციელებული მომსახურეობის შესაბამისი ყველა ფინანსური დოკუმენტის სისწორის შემოწმება, თავმოყრა, დახარიასხება და შენახვა;
** დამფუძნებელი და შვილობილი კომპანიების ფინანსური ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამა "ORIS" -ში (ან რაიმე სხვა საბუღალტრო პროგრამაში) ასახვა;
** დამფუძნებელი და შვილობილი კომპანიების ყოველთვიური დანახარჯების კონტროლი, შედარება ბანკის ამონაწერთან; გაცემული ხელფასებისა და ჰონორარების ორგანიზაციის ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციებში ასახვა და შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად გაგზავნა; ინტერნეტბანკის საშუალებით შესაბამისი გადარიცხვების განხორციელება;
** დამფუძნებლებისა და დონორებისადმი ყველა საჭირო ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური განათლება .
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** "ORIS" -ის (ან რაიმე სხვა საბუღალტრო) პროგრამის ცოდნა.
** Word და Excel პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@gsr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ "თანამდებობის სახელწოდება". გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

კომპანია "ჯეოსილქროუდ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ჯეოსილქროუდ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |