www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო-სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: რემონტალი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

კომპანია "რემონტალი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო-სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმული: http://www.remontali.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვა;
** პროექტიდან მოცულობების ამოთვლა;
** პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება სამშენებლო-სარემონტო პროცესებისა და ფინანსური საკითხების შესახებ;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით)
** აუცილებელი მოთხოვნაა სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა (აუცილებელია)
** ასევე სასურველია და პრიორიტეტულად ჩაითვლება Archicad/Autocad ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ხელფასი: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ხელფასთან ერთად გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამივლინებო თანხის ანაზღაურებას;
** კორპორატიულ სატელეფონო ქსელში ჩართვას;
** ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელიც მიმართულია თქვენი საუკეთესო უნარების გამოვლენაზე;

გთხოვთ, მოგვწეროთ რეზიუმე და შესრულებული პროექტები მისამართზე: hr@remontali.ge და ელ ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი", ასევე აუცილებელია სასურველი ხელფასის მითითება.

განიხილება დამწყები სპეციალისტების კანდიდატურა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |