www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 28 მაისი

"ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში", ფაზა II პროგრამის ფარგლებში
პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II აცხადებს ტენდერს არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში.

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.-სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

** ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება;
** ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება;
** გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება;
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში არალეგალური ნაგავაყრელის დახურვა და დახურვის ფარგლებში შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

** ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების მოგროვება (I კატ. გრუნტის);
** ნარჩენების გადატანა გადამტვირთ მოედანზე (30მ2 ფართობით), გროვებში განთავსებით, შემდგომი დატვირთვისათვის (დროებითი გადასატვირთი მოედანი უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გზასთან ახლოს ჩვეულებრივი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალი წვდომის ადგილზე).
** გროვებში განთავსებული ნარჩენების (1 კატეგორიის გრუნტი) დატვირთვა ავტოთვითმცლელებზე, ექსკავატორით პნევმოსვლაზე (ჩამჩის მოც: 0.15 კუბ.მ.);
** ნარჩენების ტრანსპროტირება ავტომცლელებით წნორის ოფიციალურ ნაგავსაყრელამდე;
** ნაგავსაყრელის ტერიტორიის საბოლოო, დამატებითი გაწმენდა წვრილი ფრაქციის ნარჩენებისაგან ხელით, გათვალისწინებული ნარჩენების მასისა და დაბინძურებული გრუნტის გამოტანის შემდეგ.

წარდგენილი ძირითადი მოთხოვნები:

** კარგად ხილვადი ნიშნის დამონტაჟება ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მითითებული იქნება კონტრაქტორი, სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლითაც დაინტერესებული პირი შეძლებს კითხვების შემთხვევაში კომპანიასთან დაკავშირებას;
** სამუშაო ადგილზე პერსონალის უსაფრთხოების წესების დაცვა (მათ შორის სამუშაოების დაწყებამდე მუშებისათვის უსაფრთხოების ბრიფინგის ჩატარება, (მათ შორის ძირითადი წესების შესახებ, მაგ. ობიექტზე მოწევის ან ჭამის შეზღუდვა, ხელის დაბანა ან ხელის სადეზინფეციო ხსნარის გამოყენება სამუშაოს შემდეგ), ბრიფინგი მოულოდნელი ნარჩენების აღმოჩენის პროცედურების შესახებ, პერსონალის აღჭურვა სპეცტანსაცმლით და უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მათ შორის ნიღბები, სათვალეები, ტყავისხელთათმანები, l კატეგორიის ტყავის ფეხსაცმელი (ფეხების დასაცავად);
** უზრუნველყოს ნარჩენების შეგროვების დროს მწვანე ნარგავების დაზიანების პრევენცია;
** დროებითი გადამზიდი სადგურის ბადით შემოღობვა, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადამზიდი სადგურისთვის მოწყობილი ტერიტორიის აღდგენა გრუნტის და ნიადაგის ზედაფენის დამუშავება-დასუფთავების გზით;
** სატვირთო მანქანების ბრეზენტით გადახურვა მათი მოძრაობისას;
** ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შეზღუდვა დღის სამუშაო საათებით
** ობიექტზე შემავალი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის არაასფალტირებულ გზებზე გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა 24 კმ/სთ-მდე;
** გზაზე მტვრის წარმოშობის პრევენციის ხერხების გამოყენება (მაგალითად, წყლის გამოყენება, ობიექტზე წყლის მოსხურება);
** გამოყენებული იქნეს ლიცენზირებული, დაზღვეული და ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
** გამოყენებული იქნეს გამართული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე მოხდეს მათი ტექნიკური მომსახურება მწარმოებლების რეკომენდაციების შესაბამისად (ზეთების დაღვრის პრევენცია);
** სამუშაო პროცესის მიმდინარეობის ხარისხის შეფასებისათვის ფოტო გადაღება და სამუშაოს დასრულების შემდგომ ანგარიშის წარმოდგენა;
** სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის მაღალი გამავლობის ავტოთვითმცლელების და პნევმოთვლიანი ექსკავატორების (ჩამჩის მოცულობით 0, 15 კუბ.მ.) არსებობა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.dropbox.com/s/h9a8s4olrjv58rq/cenn-tender-dumpclosure.zip?dl=0

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
** შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (თანდართული დანართების ფორმებში);
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადა;
** განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
** განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასაწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე shorena.ebanoidze@cenn.org ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2019 წლის 28 მაისის 18:00 სთ. ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

** მომსახურების ფასი;
** მომსახურების დრო;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |