www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: GeoGPS
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

კომპანია "GeoGPS" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა
** დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ);
** საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 18:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr.geogps@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://geogps.ge/geo/main



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |