www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მმართველი დირექტორი
მომწოდებელი: ფემილი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"Family" არის საცალო მაღაზიების ქსელი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ასაქმებს 100-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია 8 მაღაზიით. "Family"-ს აქვს პურ-ფუნთუშეულის საკუთარი წარმოება და ეწევა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის რეალიზაციას.

მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია ქსელის გაფართოება 14 მაღაზიამდე როგორც ქუთაისის, ისე მიმდებარე რეგიონების მასშტაბით.

"Family" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ეძებს მმართველ დირექტორს ქუთაისში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ მართვაზე და ამ მიზნით:

** შეიმუშავებს ქსელის კომერციული, ოპერაციული და ფინანსური განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;
** შეიმუშავებს და დანერგავს ორგანიზაციული მართვის თანამედროვე სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების და რესურსების ოპტიმიზაციას და ეფექტიან მართვას;
** ჩაერთვება თანამშრომლების შერჩევაში, მართვასა და განვითარებაში;
** უზრუნველყოფს ისეთი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გაზრდის გაყიდვების მაჩვენებლებს და კლიენტების კმაყოფილებას;
** აწარმოებს კომერციულ და ფინანსურ აღრიცხვას, ანალიზს და რეპორტინგს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სხვა რელევანტურ სფეროში
** სამუშაო გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ქსელში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV მეილზე: hiringstaff6@gmail.com არაუგვიანეს 11 ივნისისა. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ პოზიციის სახელი, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

გახდი Family-ს წევრი!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |