www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: AREA.GE
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სს საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "AREA.GE" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

AREA.GE უძრავი ქონების პირველი თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სანდო განცხადებებს, ძებნის დახვეწილ ფუნქციონალსა და მომხმარებლებზე ორიენტირებულ სერვისებს.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ.ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა თავისუფლად;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

პოზიციის პირობები:

** კვირაში 6 სამუშაო დღე (შეთავსებადი გრაფიკი)
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ მეილზე hr@area.ge არაუგვიანეს 28 მაისისა და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |