www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სითი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტოლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო ტერიტორია: რუსათვის ავტობაზრობა
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ავტოლიზინგის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |