www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი აქსესუარების ონლაინ მაღაზიისთვის. კომპანია წარმატებით მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და წარმომადგენლობა აქვს თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტებთან ურთიერთობა საერთაშორისო ბაზარზე
** ქართველ დიზაინერებთან კომუნიკაცია
** კლიენტის კმაყოფილების კონტროლი
** კლიენტთან ურთიერთობისას შექმნილი პრობლემების/უკმაყოფილების დროულად აღმოჩენა და გადაჭრის გზების პოვნა
** ფოსტებთან ურთიერთობა და გზავნილების გაგზავნის უზრუნველყოფა
** გზავნილების (ტანსაცმელები, აქსესუარები) შეფუთვა, რომელიც იგზავნება მიღებული შეკვეთების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა (წერითი და სასაუბრო)
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა

ანაზღაურება: 600 ლარიდან (თვე, ხელზე)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00, ხოლო თვეში ორი შაბათი 10:00 - 14:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/88? 2019 წლის 14 ივნისამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |