www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი, ბარისტა
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია. თბილისში 1 წლის წინ გახსნილმა კაფემ უკვე ბევრს შეაყვარა თავი, სულ მალე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება ჩვენი მეორე ფილიალი.

ჩვენ ვეძებთ შემდეგ კადრებს:

1. მიმტანი

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია)
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სამუშაო საათები: დღეში 8-9 საათი.
ანაზღაურება: 500-600 ლარი (ხელზე ასაღები)

2. ბარისტა

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

მოთხოვნები:

** ბარისტად მუშობის გამოცდილება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ანაზღაურება: 500-600 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: illycaffetbilisi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |