www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრაციების მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღასა და ბერლინშია განთავსებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://www.aptos.global/

"აპტოსის" გუნდი ეძებს რეგისტრაციების მენეჯერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სამედიცინო განათლება (ფარმაცევტი/ექიმი) ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ფარმაცევტულ კომპანიაში რეგისტრაციის მიმართულებით, ან რომელიმე რელევანტურ სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისურად საქმიანი მიმოწერისა და კომუნიკაციის გამოცდილება; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

კანდიდატმა უნდა შეძლოს:

** გლობალურ მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების ანალიზი და ორგანიზაციაში შესაბამისი პროცესების დაგეგმვა;
** სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება და სრული პროცესის მართვა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აპტოსის პროდუქტების სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;
** სხვადასხვა ბრენდების პროდუქტების (კოსმეტოლოგიური საშუალებების) საქართველოში რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;
** რეგისტრაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** პროდუქტის სარეგისტრაციო დოსიეს შესაბამისობაში მოყვანა გლობალური მარეგულირებელი მოთხოვნების მიხედვით ხარისხის განყოფილებასთან ერთად;
** საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა, მოლაპარაკების წარმოება და კომუნიკაცია აპტოსის პროდუქტების საზღვარგარეთ რეგისტრაციის მიზნით;
** კომუნიკაცია მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიო მასშტაბით;
** მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირება და შესაბამისი რეპორტინგი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: vacancy@aptos.ge არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა. იმისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი რეზიუმე, მეილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"აპტოსი" წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |