www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ამტელ ჰოსპიტალ
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** სასურველია უცხო (რუსული) ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
** გადაუდებელი შემთხვევების (ამბულატორია/სტაციონარი) შესახებ შეტყობინების ატვირთვა ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით, კომპეტენციის ფარგლებში;

სამუშაო რეჟიმი: ყოველ მე-4 დღეს: 17:30 - 10:00 სთ
ხელფასი: ხელზე ასაღები 320 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: hr.mariko2017@yahoo.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |