www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, გაგრის 2.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის მიღება, დასაწყობება, ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გატანა გადამზიდ მანქანასთან;
** საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება;
** გამონაკლის შემთხვევებში ოვერთაიმით მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების ჯეროვნად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და გაწონასწორებულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური და ენერგიული, შრომისმოყვარე

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |