www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გიდი, მძღოლი
მომწოდებელი: Galaxy Trip
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

ტურისტულ კომპანია "გალაქსი ტრიპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. გიდი

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც)
** ერთი ან რამოდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული, ინგლისური, არაბული, ჩინური და ა.შ)
** საქართველოს რეგიონების და ისტორია/გეოგრაფიის კარგი ცოდნა
** ტურისტულ გიდად მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო)
** ტურისტულ სფეროში მუშაობის მიმართ ინტერესი და ენთუზიაზმი.
** მოგზაურობისთვის მზადყოფნა
** დადებითი მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება
** კომპანიის სტანდარტების გააზრება და შესრულება
** აკურატულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

2. მძღოლი, მძღოლ-გიდი

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** შესაბამისი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და შეთანხმების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გიდებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV მისამართზე: info@galaxy-trips.com, ხოლო მძღოლებმა და მძღოლ-გიდებმა დამატებით მოგვაწოდოთ კუთვნილი ავტომანქანის მონაცემები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 10.07.2019. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 17 77 08



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |