www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, მოლარე
მომწოდებელი: სუპერმარკეტი მიშუტკა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სუპერმარკეტი "მიშუტკა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და მოლარის თანამდებობებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო ჟვანიას 28.

1. კონსულტანტი

ხელფასი: 400 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება).

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-45 წ;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

2. მოლარე

ხელფასი: 450 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: სადღეღამისო ცვლა (24 საათიანი სამუშაო გრაფიკი - შემდგომ 2 დღე დასვენება)

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-45 წ;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: mishutkashop@yahoo.com და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |