www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** შესყიდვებისა და ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტების, კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების ორგანიზება და პირობებზე მოლაპარაკება;
** საბუთების კონსოლიდაცია;
** ახალი ოფისების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მწარმოებლების, შემკეთებლების და რეალიზატორების მოძიება, პირობების შეთანხმება და მათთან კონტაქტების დამყარება;
** მომწოდებელთა ბაზის შესწავლა, შესყიდვების და სატენდერო პროცესების წარმართვა;
** გაკეთებული შეკვეთების შესრულების კონტროლი;
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა ოფისების გარეგან იერსახესთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ნებართვების აღებისა და ტექნიკური პირობების შეთანხმების მიზნით;
** გადარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო მასალების დამზადების/დაბეჭდვის უზრუნველყოფა და ფილიალებისთვის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული, ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის #16.
ტელ: +995 32 2 640 199 (4242)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |