www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ფარმადეპო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

ს.ს "ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** ბუღალტრული და შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;

უნარები:

** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად და თქვენი წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთლობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com; გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "farmacevti", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, ტესტირება/გასაუბრების საფუძველზე.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "ფარმადეპო"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |