www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კერხერ-კავკასია
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

"კერხერ-კავკასია" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, "Alfred Karcher SE & Co.KG"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში, რომლის ოფისიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში და ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

"კერხერ-კავკასიის" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის სერვისში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისათვის სერვისის პროდუქტის შეკეთების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** სერვისში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისში საჭირო პროდუქციის შეკვეთა, მიღება და საწყობში განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1C პროგრამის ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |