www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

სს "გეფა" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

გამოირჩევა, როგორც ინოვატორი, მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია და ზრდის აქტივობების არეალს ყოველდღიურად.

არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების დისტრიბუციაზე, კომპანიას გარდა მედიკამენტებისა შემოაქვს კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან და აქტიურად ზრუნავს სილამაზის ხაზის განვითარებაზე.

დღეისთვის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკის სრული ასორტიმენტი. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ხარისხიან პროდუქციასთან ერთად მიიღოს კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები. ამისთვის კი ზრუნავს მოიზიდოს კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყვეტ რეჟიმში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინა, პედიატრია)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად,

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმეგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ განაცხადი vacancy@gepha.com; Subject-ში მიუთითეთ სამედიცინო წარმომადგენელი.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |