www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** იზრუნებს თითოეული მოსწავლის, როგორც აკადემიური, ისე სოციალური უნარების განვითარებაზე, სკოლის მასწავლებლებთან თანამშრომლობით;
** თვალყურს ადევნებს მოსწავლეების პროგრესს, საჭიროებებს და შესაბამისად ითანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციასთან ან/და მოსწავლეების მშობლებთან;
** იმუშავებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების როგორც დაგეგმვაზე, ისე განხორციელებაზე;
** სადამრიგებლო საათების დროს იმუშავებს მოსწავლეებთან თვით-რეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას გაუწევს საშინაო დავალებების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის ძირითადი პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@millennium-school.org 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |