www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრინ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / განცხადების ვადა: 14 ივნისი

დეველოპერული კომპანია "გრინ დეველოპმენტი", რომელიც ამჟამად ახორციელებს პროექტს "მწვანე უბანი ლისთან" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"მწვანე უბანი ლისთან" პროექტის შესახებ იხილეთ - http://www.ubani.ge

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვების ოფისში მოსული კლიენტისათვის პროექტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონი ზარების პასუხი;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტი საჭიროებისამებრ.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებლი კურსის სტუდენტი;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა.

აუცილებელი ცოდნა:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** ენების ცოდნა: ქართულის ცოდნა სრულყოფილად; ინგლისური და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა;

უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩა #42 (ნუცუბიძე 4/5 პლატოების ბოლო)
ანაზღაურება: 450 ლარი (net) + ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@development.ge; სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |