www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, შეფ-მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი პალადიუმი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ქუთაისის ახლად დაარსებული, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რესტორანი "პალადიუმი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მენეჯერი.

განცხადების შემომტანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** განსაკუთრებული მოტივაცია და ინტერესი სარესტორნო ბიზნესისადმი
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** სარესტორნო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება
** სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის და მენეჯმენტის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ღამის 01:00 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადმოცემის უნარი
** მოწესრიგებულობა და სასიამოვნო გარეგნობა

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური სამუშაოების მენეჯმენტი
** კლიენტების მომსახურება
** შეკვეთების მიღება/გაფორმება
** მენიუს შედგენაში კლიენტების დახმარება
** სტრუქტურული ერთეულების (სამზარეულოს, მომსახურების და მუსიკის) კონტროლი
** შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს შედგენა
** სხვადასხვა ზომისა და მომსახურების პაკეტების მომზადება მასშტაბური შეკვეთებისთვის (ქორწილი, კორპორატიული, ივენთები)
** რესტორნის განვითარებაზე ზრუნვა
** სტრატეგიული მიზნების დასახვა და მიზნების მიღწევის გზების შემუშავება
** ივენთების დაგეგმვა (მომღერლების ჩამოყვანა)
** დასაქმებულთათვის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა და გრაფიკების შედგენა

ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი შეთანხმების საფუძველზე დასახული მიზნების მიღწევის შემთხვევაში

2. შეფ-მზარეული.

განცხადების შემომტანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** შეფ-მზარეულად მუშაობის არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა
** ქართული და ევროპული სამზარეულოს სრულყოფილად ფლობა
** განსაკუთრებული მოტივაცია და ინტერესი სარესტორნო ბიზნესისადმი
** კრეატიულობა კერძების მომზადებისას
** კერძების დიზაინის უნარი
** მოწესრიგებულობა
** სამზარეულოში მუდმივი სიახლეების დანერგვის უნარი
** ორგანიზებულობა და დაქვემდებარებულთა კონტროლის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს კონტროლი
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ყველაზე მოთხოვნადი კერძების მომზადება
** სხვადასხვა ფასიანი მენიუების შედგენა
** კერძების პორციების და ხარისხის კონტროლი
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** პროდუქტის ხარისხის კონტროლი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე:palladium2018@yahoo.com და გთხოვთ, დროულად გამოგვეხმაუროთ და არ დაელოდოთ განცხადების ვადის ამოწურვას, რადგან გასაუბრებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. სათაურის ველში მიუთითოთ "მენეჯერი ან შეფ-მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |