www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესების მართვა/კონტროლი;
** კლიენტთა ბაზის განვითარება;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების თანამშრომლებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (1C სასურველია);
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |