www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვებისა და სასმელების კოორდინატორი
მომწოდებელი: Best Western Kutaisi
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"Best Western Kutaisi" 4* სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების კოორდინატორის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

** კვების მომსახურების განყოფილების კოორდინირება, რათა უზრუნველყოთ გამართული ოპერირება და სტუმრების კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი
** სტუმრებისგან შთაბეჭდილებების და შეფასებების მოძიება, სტუმრების მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი პრობლემების მოგვარება
** აქტიურად მონაწილეობის მიღება თანამშრომლების დაგეგმარებაში, მოძიებაში, აყვანაში და დატრეინინგებაში
** მიმართულებების და მოტივაციის მიცემა კვების მომსახურების გუნდის წევრებზე ყოველდღიური კომუნიკაციით
** თანამშრომლების განრიგების დამზადება, შვებულების და დასვენებების გადანაწილება
** ძლიერი და ეფექტური კომუნიკაცია სხვა განყოფილებებთან. პერიოდულ ბრიფინგებზე დასწრება სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად
** სასტუმროს მენეჯერისთვის დახმარების გაწევა წლიური ბიზნეს გეგმის შედგენაში, დეტალური ბიუჯეტის გათვალისწინებით
** მარაგების კოორდინირება და კონტროლი
** შეკვეთა და შეკვეთების კოორდინირება საწყობებისთვის
** განყოფილების ინვენტარიზაციის ჩატარება.

რეპორტინგი: სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან.

პროფილი:

** გამოცდილება: 3 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მსგავს ინდუსტრიაში;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის ცოდნა.

უცხო ენების ცოდნა:

** რუსული - თავისუფლად
** ინგლისური - თავისუფლად.

ტექნიკური მონაცემები:

** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (World, Excel, PowerPoint)
** სასტუმრო პროგრამის ცოდნა (Micros).

მენეჯერული უნარები:

** გუნდური მუშაობა და ლიდერობა;
** ბეჯითი და თავდადებული მუშაობა;
** ინტერესი სამუშაოს მიმართ;
** ძლიერი ორიენტირება სტუმრის დაკმაყოფილებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: gm@bwkutaisi.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |