www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 68 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას საბანკო სფეროში;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პტაქტიკაში.

თანამდებობა: გაყიდვების ოფიცრის რეზერვი
სამუშაო ადგილი: ზესტაფონი, თერჯოლა და ბაღდათი

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** სასურველია უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა გრძნობა;
** გუნდურობა;
** პროაქტიულობა.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** "კრედოს" პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - "გაყიდვების ოფიცრის რეზერვი ზესტაფონში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ივნისი.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |