www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, მსოფლიო ბრენდის "Litokol"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია "Leader System LLC" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის იწვევს ახალგაზრდა პერსპექტიულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ მამაკაცებს, პრისელერის პოზიციაზე სამუშაოდ ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა; გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა; კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი; პროდუქციის ცხელ ზონებში განთავსება და მონიტორინგი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** სხარტი აზროვნება
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან.
** საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა. ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hrbatumi@leadersystem.ge და სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |