www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედონერე, ხორცის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიდიქეი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში "BDK"/"ბიდიქეი" სწრაფი კვების ობიექტს ესაჭიროება კადრები შემდეგ პოზიციებზე:

1. მედონერე (დონერ ქებაბის სპეციალისტი)
2. ვერტიკალურ გრილზე ხორცთან მუშაობის სპეციალისტი


ასაკი: 20-35 წლამდე

ძირითადი მოვალეობები:

** დონერი ქებაბისთვის გამზადებულ ხორცის ე.წ. ბოქსებთან მუშაობა, კერძოდ მაღალ ტემპში ელ. და ჩვეულებრივი დანით მათი ჩამოჭრა, ბოსტნეულის, სოუსების და სხვა ინგრედიენტების გამოყენებით და დონერ ქებაბის მომზადება განსაზღვრული რეცეპტითა და კალკულაციის მიხედვით
** კერძის გაფორმება;
** სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობა;
** საჭმლისა და სხვა ნივთების სწორად შენახვის წესის დაცვა;
** სისუფთავისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** მიღებული შეკვეთის დადგენილ ვადებში შესრულება
** ინგრედიენტების ხარისხის შემოწმება;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი მათი გამზადება.
** სამზარეულოს სისუფთავსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოს, ასევე სამზარეულოს, საკვები პროდუქტების საწყობის და მაცივრების დასუფთავება.
** მარაგის კონტროლი და შეკვეთის გაკეთება საჭიროებისამებრ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კომუნიკაციის კარგი უნარი

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) შემდეგ ელ-ფოსტაზე: bdk.salome@gmail.com; მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში("subject"), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |