www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა
** შეკვეთის დროულად მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი
** აპექსის პროგრამაში მოლარედ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |