www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

შპს "ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, აბაშიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა).
** ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ანალიზი.
** საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შედეგზე ორიენტირება.
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა

ანაზღაურება:

800 დან 1000 ლარამდე. ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

კომპანიის შესახებ:

კომპანიის ("ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში") ბიზნესი დაარსებულია ქვევრის ღვინის წარმოებაზე. კომპანია მუშაობს ორი მიმართულებით: ღვინის წარმოება გაყიდვა და აგროტურიზმი. ღვინო წარმატებულად იყიდება შიდა ბაზარზე და ასევე გადის ექსპორტზე.

ტურისტული კომპლექსი არის კახეთში, სოფელ ნაფარეულში, სადაც ღვინის მარანთნ და საწარმოსთნ ერთდ წარმოდგენილია, რესტორანი, სასტუმრო, ქვევრის ღვინის და ქვევრის მუზეუმი (აღიარებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმების ასოციაციის მიერ).
ადგილს სტუმრობს ათასობით ტურისტი ყოველწლიურად.

კომპანიის ძირითადი ფასეულობებია:

ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოება - ქვევრის ღვინის სახით.
ღია და სამართლიანი მუშაობის პრინციპები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cellarvacancy@gmail.com და გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |