www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერების მენეჯერი
მომწოდებელი: წყლის და გაზის ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 29 მაისი

შპს "წყლის და გაზის ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - შაბათი; 9:30 - 18:00 (1 საათი შესვენება)

კომპანიის შესახებ:

"წყლის და გაზის ტექნოლოგიები" არის სარწყავი პროდუქტების სრული ხაზის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია - www.wgtechno.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სატენდერო წინადადების მოძიება, განხილვა და შეფასება სხვდასხვა მიმართულებით;
** სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** სატენდერო წინადადების ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ფასების კონტროლი და კალკულაცია;
** სატენდერო განხილვებისა და ვადების კონტროლი;
** საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** მჭიდრო ურთიერთობა კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულებაზე კონტროლი;
** რისკების მართვა და კონტროლი მთელი სატენდერო პროცესის განმავლობაში;
** კომპლექსური ტექნიკური და სტრატეგიული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა;
** მოგებული ტენდერების მართვა, მონიტორინგი და შესრულებაზე კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რამდენიმე საქმის ერთდროულად წარმოების უნარი
** კარგად განვითარებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოქნილობა
** სხარტი აზროვნება, დეტალებზე ორიენტირების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა და სწრაფად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
** თურქული ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად წინა სამსახურებიდან) მისამართზე: jobs@wgtechno.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |