www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 23 მაისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში

ექვემდებარება: რეგიონალურ იურისტს/იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს

სამუშაო ადგილი: თბილისი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ ტრენინგებს;

პოზიციის მიზანი:

რეგიონალური იურისტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის დახმარების გაწევა სასამართლო საქმის წარმოების პროცესსა და სხვა სამართლებრივ საკითხებში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკური უზრუნველყოფა (ქსეროასლების გაკეთება/დამოწმება);
** იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემომავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
** სასამართლოში შესაგებლის/სარჩელის მომზადება და წარდგენა;
** სააღსრულებო საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (დოკუმენტაციის მომზადება, მოვალეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და ა.შ.);
** რეგიონალურ იურისტთან ერთად, პრობლემურ მსესხებელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 23 მაისი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |