www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ეზოს სკამების შეძენაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ეზოს სკამების შეძენის თაობაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს პროექტის თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამისთვის ეზოს/სკვერი სკამების შესაძენად ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოსალოდნელი სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს:

** 17 ცალი ეზოს/სკვერის სკამების შეძენა: სიგანე 135/60 ზე, სიმაღლე-70; რკინა-ხის კონსრუქცია
** სკამის ფოტო მასალა

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების შესახებ ფბ გვერდის ან ინტერნეტ გვერდის მეშვეობით.
** შესაძენი სკამის ფოტო მასალა
** ხარჯთაღრიცხვა

თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრაქტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები: 2019 წლის 20 ივნისიდან 31 ივნისის ჩათვლით

სამუშაო ადგილი: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ავთო ვარაზის ქ.N40

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ეზოს სკამები", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 ივნისი 14:00 სთ

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ავთო ვარაზის ქ.N40

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |