www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA).

პროგრამაზე შიდა რეგისტრაცია: http://ls.bog.edu.ge/entrant/

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.mba.edu.ge

შეგახსენებთ, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

რატომ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი?

** კარიერული წინსვლა და უკეთესი პირობებით დასაქმება
** უნივერსიტეტში მიღებული უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა იქნება ბიზნესის ინდუსტრიაში თქვენი დასაქმების გარანტი;
** მომზადებული იქნებით რეალური ბიზნესგარმოსთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს კონკურენტულობას ბაზარზე
** პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი
** გასწავლიან საუკეთესო ლექტორები, ხოლო მენტორობას გაგიწევენ პრაქტიკოსი პროფესიონალები;
** რეალური კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან
** თქვენთან ერთად ისწავლიან საუკეთესო სტუდენტები
** უშუალო შეხება გექნებათ წამყვანი ქართული კომპანიების ტოპ მენეჯერებთან

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის ღირებულება: 7500 ლარი წელიწადში

ფინანსური მხარდაჭერა - ყველა სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100% დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას მერე, რაც დაასრულებს სწავლას:

** 10 საუკეთესო სტუდენტი დაფინანსდება სრულად;
** შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე;

მომავალი იწყება აქ!

საკონტაქტო პირი: მეგი ყორანაშვილი
ტელ.: +32 2 444864 (8083)
ელ.ფოსტა: mkoranashvili@bog.edu.ge / info@bog.edu.ge
ვებ გვედი: http://www.bog.edu.ge / http://www.mba.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |